,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21 -ე მუხლის მე-6 პუნქტის არითმიის სკოლა საქართველოში დირექტორის ხათუნა ჯალაბაძის წერილის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. 2025 წლის პირველ, ორ და სამ მარტს ბაკურიანში დაგეგმილი არითმიის სკოლის მიერ ორგანიზებული ვორქშოპისთვის („ელექტროკარდიოგრაფიის ინტერპრეტაცია და გადაწყვეტილების მიღება გადაუდებელი სიტუაციის დროს"), სტუდენტების შერჩევის მიზნით, მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატო ფიცხელაური - მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ია ხახუტაიშვილი- მედიცინის პროგრამის კოორდინატორი - კომისიის მდივანი;
გ) მაია მანგოშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I
კატეგორია) -კომისიის წევრი;
დ) ნატა ქებაძე - მოწვეული პედაგოგი - კომისიის წევრი.
2. განცხადებების მიღება იწარმეობს ელექტრონულად ა/წ 4 თებერვლამდე აღნიშნულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSekaUY4OPcQlCOeP_-QZH5axZLYX031mMtyS_pRYMP7BZsVJA/viewform
3. გასაუბრება შერჩეულ კონკურსანტებთან გაიმართება ინგლისურ ენაზე, 2025 წლის 07
და 10 თებერვალს.
4. დაევალოს კომისიას წარმოადგინოს შერჩეულ კანდიდატთა სია არაუგვიანეს 2025
წლის 14 თებერვლისა.
5. შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
20 სტუდენტი - მედიცინის ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამებიდან.
6. სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს:
ა) IV-VI კურსის მედიცინის ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები; ბ) GPA > 3,1;
გ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე;
დ) სტუდენტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ შინაგანი მედიცინა 1 (კარდიოლოგია).
ე) სტუდენტები, რომლებმაც გასულ წელს მიიღეს მონაწილეობა, არ აქვთ უფლება წელსაც მიიღონ დაფინანსება.
7. ბრძანების ფაკულტეტის ვებგვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი